Posts

Showing posts from November, 2018

ტრენინგის მეეცხრე დღე

       ტრენინგის მეეცხრე დღეს  შევაჯამეთ  მთელი  ჩვენი  პროექტის  მუშაობა,  მოვისმინეთ   პრეზენტაციები. ავტვირთეთ  დრაივში,დავდეთ  ბლოგზე. დღე   იყო მეტად  შინაარსიანი.  მიღებულ  ცოდნას  სიამოვნებით    გამოვიყენებ  მომავალში  ჩემს  პრაქტიკაში.  დიდი მადლობა  ჯგუფის  ტრენერს  ქალბატონ  შორენა  ბადურაშვილს  საინტერესო ტრენინგისათვის  და  გაწეული  მუშაობისათვის.                                                                              

მეშვიდე დღე

 ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ წყვილებში. შევაფასეთ მეწყვილის პრეზენტაცია და გავაკეთეთ კომენტარი მის ბლოგზე.  გავიმეორეთ და მივაქციეთ ყურადღება, როგორ მოვარგოთ მოსწავლეებზე საჭიროებები შესაძლებლობების მიხედვით. ჩავუკვირდით როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება თვითრეგულურების უნარის განვითარებისას.    ბოლოს გადავხედეთ პროექტის გეგმებს და მივიღეთ დავალებები.

მეერვე დღის რეფლექსია

  მერვე   სამუშაო   შეხვედრაზე   განვიხილეთ   ძალიან   საინტერესო   მოდული :  ფასილიტაცია   ტექნოლოგიების   გამოყენებით .  შევისწავლეთ ,  როგორ   გამოვიყენოთ   ტექნოლოგიები სასწავლო   პრაქტიკის   გაუმჯობესებისათვის .     პირველ   რიგში ,  გავეცანით   ეროვნული   საგანმანათლებლო   ტექნოლოგიების   სტანდარტებს ;  განვიხილეთ   ფასილიტაციის   ნიმუშები   და   სტრატეგიების   მაგალითები .     ვისწავლეთ   ელექტრონული   კითხვარის   მომზადება ,  გაზიარება ;  ბლოგზე   გვერდების   დამატება .  დღევანდელი   ცოდნა   აუცილებლად   გამომადგება   პროექტებზე   მუშაობისას .       დიდ   მადლობას   ვუხდი   ჩვენს   ტრენერს ,  ქ - ნ   შორენა   ბადურაშვილს !  

მეექვსე დღე

  ტრენინგის მეექვსე  დღემ  საქმიან  ვითარებაში  ჩაიარა.  ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე, მოსწავლეთა ნამუშევრების შექმნაზე, ჩამოვაყალიბეთ შეფასების რუბრიკები , დავხვეწეთ პროექტის  მიმდინარეობა, პროცედურები , აქტივობები მ ეცადინეობამ საინტერესოდ ჩაიარა